ნანა ძაგნიძე ლიდერთან ყაიმს დასჯერდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საერთაშოისო ტურნირზე CAIRNS CUP 2020 ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე მეშვიდე ტურში თეთრი  ფიგურებით ლიდერს, ჩინელ ვენჯუ ჯუას დაუზავდა.

 

ძაგნიძეს შვიდი ტურის 4 ქულა დაუგროვდა. ის რუს ალექსანდრა კოსტენიუკთან და მარია მუჟიჩუკთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს. ბოლოსწინა ტურში ქართველი მოჭადრაკე ისევ თეთრი ფიგურებით ითამაშებს. ამჯერად, მეტოქე რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი იქნება.

 

ლიდერობა კი, ხელთ იგდო ინდოეთის წარმომადგენელმა ჰუმპი კონერუმ, რომელსაც 4,5 ქულა აქვს.