პეტრიაშვილმა რუსი დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას განაგრძობს.

 

ამჯერად, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) რუსი ციჟიპოვი დიდი უპირატესობით (11:0) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკრაინელ ხოციაკვკის დაეჭიდება

 

 

ირაკლი მწითურმა (92კგ) დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (7:5) მოლდავეთის ნაკრების წევრი (ადრე რუსეთის სახელით გამოდიოდა) გიორგი რუბაევი და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თურქ კარადენიზს შეხვდება.

 

 

ბექა ლომთაძემ (61 კგ) აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო მოლდაველ კოლესნიკს და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

 

 

სამწუხაროდ, ავთო კენჭაძემ (74 კგ) და დათო მარსაგიშვილმა (86 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრები დათმეს.