ევროპის ჩემპიონატი - ორი ქართველი ფინალშია!

იტალიის დედაქალაქ რომში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ ტურნირზე ქართველი მოჭიდავეები მონაწილეობან.

 

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბექა ლომთაძე (61 კგ), ფინალში გავიდა. ნახევარფინალში მან აზერბაიჯანელ ვალიზადას ანგარიშით 2-1 სძლია.

 

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), უკრაინელი ხოციანივსკის დამაჯერებლად, ანგარიშით 7-2 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.


ავთო კენჭაძე (74 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) ხვალ ბრინაჯაოს მედლისათვის ბრძოლას გააგრძელებენ.

რომა რატიანი 15 თებერვალი 2020 -21:01