ვინ შეცვლის გვარდიოლას?

მანჩესტერ სიტის სეზონის ბოლოს სავარაუდოდ ახალი მწვრთნელის დანიშვნა მოუწევს. საქმე იმაშია, რომ პეპ გვარდიოლას გუნდის დატოვება სურს. ეს იქიდანაა გამოწვეული, რომ ქალაქელებს ჩემპიონთა ლიგაზე ორწლიანი ბანი დაადეს.

 

The Thelegraph-ის ცნობით, ბრიტანელები ორ კანდიდატზე ფიქრობენ. მანჩესტერელებს გვარდიოლას ნაცვლად მაურისიო პოჩეტინოს ან ბრენდან როჯერსის დანიშვნა სურთ. არგენტინელი ბოლოს ტოტენჰემში მუშაობდა და გუნდი წინა წლის ნოემბერში დატოვა, როჯერსი კი ლესტერს წვრთნის და მელიებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

 

სიტის რთული პერიოდი აქვს. როგორც უკვე მოგახსენეთ, გუნდი 2 წლით ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთეს, გარდა ამისა ქალაქელებმა ინგლისის ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერელები რეალს შეხვდებიან.