აგუეროზე ნადირობენ

მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგაზე 2 წლიანი ბანი დაადეს, ქალაქელთა ფეხბურთელებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამჯერად სერხიო აგუეროზე უნდა გამცნოთ, რომელიც შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს. 

 

AS-ის ინფორმაციით, არგენტინელით ატლეტიკო და რეალი არიან დაინტერესებულები. აღნიშნულ საკითხზე თავად ფეხბურთელის პოზიცია უცნობია. შეგახსენებთ, რომ აგუერო სიტიში 2011 წელს სწორედ როხიბლანკოდან გადავიდა. 

 

31 წლის ფორვარდი ქალაქელთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და გუნდის ლეგენდაა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 25 მატჩი, 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.