ლომთაძე ვერცხლს დასჯერდა

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე, რომელიც 61 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში დამარცხდა. ჩვენებური გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ალექსანდრ ბოგომოევს დაუპირისპირდა და 2-3 წააგო. 

 

შეგახსენებთ, რომ ბექამ 1/2 ფინალში აზერბაიჯანელი ვალიზადასი 7-2 დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ დღეს ოქროს მედლის მოპოვებას გენო პეტრიაშვილიც შეეცდება, რომელიც 125 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და ფინალში პოლონელ რობერტ ბანარს დაუპირისპირდება.