ჯოშუა UFC-ში?

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ენთონი ჯოშუამ UFC-ზე ისაუბრა. ბრიტანელის თქმით, შერეულ საბრძოლო ხელოვნებას ის საკუთარ მომავალს არ დაუკავშირებს.

 

„MMA-ის მებრძოლებსა და მათ შემოქმედებას დიდ პატივს ვცემ. ვიდრე კრივის ხელოვნებას სრულყოფილად დავეუფლები, საკმაოდ დიდი ასაკის ვიქნები - ამ დროისთვის UFC-ში გადასვლა უკვე გვიანი იქნება. ახლა თავიდან ბოლომდე ისედაც ნაცემი და დასახიჩრებული ვარ. დამიჯერეთ, MMA-ზე გადასვლის შემთხვევაში თვალებიც კი აღარ დამრჩება“, - თქვა ჯოშუამ.

 

შეგახსენებთ, პროფესიონალურ რინგზე ბრიტანელმა 24 ბრძოლა გამართა, 23-ჯერ მოიგო და ერთხელ დამარცხდა. ერთადერთი მარცხი მან ენდი რუისთან განიცადა, თუმცა რამდენიმე თვეში ამერიკელთან რევანში აიღო და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.