კენჭაძემ მეტოქეს უშანსოდ მოუგო

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ავთო კენჭაძემ, რომელიც 74 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ბრინჯაოს მედალი აიღო. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბულგარელ მიროსლავ კიროვს შეხვდა და 8-0 დაამარცხა.

 

აქვე გეტყვით, რომ ჩვენს თანამემამულეებს კიდევ 2 მედლის მოგების შანსი აქვთ. გენო პეტრიაშვილი ოქროსთვის, ხოლო ირაკლი მწითური ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ ბექა ლომთაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.