გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

რომის ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. 25 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, რომელიც 125 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში პოლონელ ბარან რობერტს შეხვდა და დამაჯერებლად 11-0 დაამარცხა.

 

1/4 ფინალში გენომ რუს ციჟიპოვს 11-0 მოუგო, შემდეგ 1/2 ფინალში უკრაინელ ხოციანოვკისს დაუპირისპირდა და 7-0 დაამარცხა. 

 

გენომ კარიერის მანძილზე 2-ჯერ ევროპის, ხოლო 3-ჯერ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. მისი უახლოესი მიზანი 2020 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება იქნება.