სიტის მოუქნიეს

 

 

 

 

 

 

 

აგე, რა მოხდა გასული კვირის ბოლოს: მანჩესტერ სიტი ორი წლით მოიკვეთა ევროპული შეჯიბრებიდან. ამბავი ყველამ იცის, ის არც მოულოდნელი იყო და რასაკვირველია, არც სასიამოვნოა კლუბის პატრონ-მესვეურებისთვის.
ასე წამოქაჩული, ათწლეულობით მიფინთიხებული კლუბი, რომლსაც ჯერაც მოსაგები აქვს მთავარი ევროპული ჯილდო და მას წელსაც უმიზნებს,  ორ წელიწადს მარტო კუნძულზე გამოიკეტება. მიზეზი ცნობილია: უეფას ლიცენზირებისა და ე.წ. პატიოსანი ფინანსური თამაშის წესების დარღვევა.

მთავარი სწორედ ეს პატიოსანი ფინანსური წესებია: პლატინის შემოღებული. ამ რეგულაციების მიხედვით აკრძალულია ფეხბურთელების საყიდლად უზომო ხარჯვა და სავალდებულოა ფინანსური შეხამებები ხელფასებს, გადასახადებს, ტელეშემოსავლებს და. სხვა ყოველგვარ წვრილმანს, თუ მსხვილმანს შორის. ჰოდა, სიტი ჩხრიკეს, ჩხრიკეს და მოსახდენიც მოხდა.

თითქოს ორი წელიწადი ბევრი არ არის, ისიც გვახსოვს მთელი ინგლისური საკლუბო ფებხურთი რომ მოიკვეთა ეიზელის ტრაგედიის შემედეგ ხუთი წლით, მაგრამ ის სხვა დრო იყო და თანაც, იმ მოკვეთამ დიდი ზიანი მიაყენა კლუბების შეძლებასა და თამაშის დონესაც.  მანჩესტერ სიტისთის ეს ორწლეული დრამტული ჩანს: რას აღარა ამბობენ, ფებხურთლები წავლენო,  გვარდიოლამ წლეულს რომც მოიგოს ჩემპიონთა ლიგა მაინც წავა, რადგან ცალკე იუვენტუსი უტრიალებსო და უამრავ სხვასაც.  ისე, გვარდიოლა მთელი ზამთარი ამბობდა,  ჩემპიონთა ლიგა რომ ვერ მოვგიგო, ჩემი აქ ყოფნა წარუმატებლობად ჩაითვლებაო. წერენ, რომ მას, როგორც იგლისში სტატისტიკური და ისტორიული რეკორდების დამამყარებელ მენეჯერს სამოტივაციოდ, ახლა მხოლოდ  ევროპული სარბიელი დარჩენია და თუ ისიც მოესპო აქ რაღა გააჩერებსო.

 

 

სხვა დროა და მოქმედების სხვა სისწრაფეები,  თორემ ევროპის ლამის ყველა ფეხბურთელმა ოთხი წელიწადი გააცდინა მეორე მსოფლიო ომის დროს და მერეღა განაგრძო თამაში. ახლა შეცვლის გამო ესვრიან ხოლმე მწვრთნელებს, უთვლიან მაისურებს და რას აღარ შვებიან.

მღელვარების სამოედნო სურათი კი  მოკლედ ასეთია:  დავიდ სილვა ისედაც მიდის ამ სეზონის ბოლოს, მაგრამ კლუბი იმ ფეხბურთელბზე ფიქრობს, რომელბსაც კონტრაქტი ამ ორ წლეწიადში დაუმთავრდება. ასეთები არიან აგუერო და სანე, რომლებსაც ბოლო სეზონი რჩებათ, ხოლო ოტამენდის და სტოუნსს ორი სეზონი. მთავარი კი გვარდოლას ამბავია:  თუ ის წავა, უკან თითქმის ყველანი  მიჰყვებიანო.

საქმე ესაა, რომ ჩემპიონათა ლიგის გაცდენა, თუნდაც კლუბს სამყაროს ყველაზე მდიდარი კაცი პატრონობდეს, გვარიანი ზარალია. მაგალითად, ლივერპულმა შარშან ასი მილიონი გირვაქნა სტერლინგი აიღო მისი მოგებისათვის.  ვითარებას ისიც ართულებს,  რომ სიტის ფინანსურ ამბავს პრემიერლიგაც უკვირდება და იკვლევს. მართალია, უეფას პატიოსანი ფინანსური თამაშის და ამ ლიგის ფინანსური წესები გვარიანად განსხვავდბა, მაგრამ, როგორც იტყვიან, მთავარია ერთი კბილი წამოგტკივდეს და დანარჩენი ოცდათერთმეტი სიხარულით აჰყვება.ახლა თუ ამას შიდა. სასჯელებიც მოჰყვა და, ხომ საერთოდ...

 

 

ამის მიხუედავად, სიტი გარეგნულად ყოჩაღადაა და აცხადებს რომ იპოვნის ნამდვილ სამართალს თავისი საქმეების პატიოსნების და წესრიგის დასამტკიცებლად: არ შეიძლება კენგურუს სასამრთლოს გადაწყვეტილება კლუბის საქმეებს ასე ანგრევდესო. კენგურუს სასამართლო ინგლისური სიტყვა-თქმაა და არაოფიციალურ სასამრთლოს ნიშნავს. 

დარტყმა კი მართლა ძლიერი ჩანს. მუშტი მოქნეულია, თუმცა ჯერ კლუბს არ მოხვედრია. ნოკდაუნი იქნება ნოკაუტი და ეტიჰადი მაინც მოასწრებს და მოხდენილი ყვინთვით აიცილებს, ამას დავინახავთ.