All Star Game. ლებრონის ბანდა

ამ გუნდმა მოიგო. ეს გუნდი ბოლო წამებზე უფრო მაგრად პულსირებდა. ეს ლებრონის და კავაის ბანდა იყო.

ბიჭები სათითაოდ დავასკანეროთ.

კავაი ლეონარდი - 30 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა. პირველ ტაიმში 7 სამიანი გლიჯა. მეორეში მხოლოდ 5 ქულა წამოიღო. ბოლო წუთებზე მაგარი ჩაჭრები გააკეთა. ყველაზე მაგარი.

ლებრონ ჯეიმსი - 23, 6 პასი, 5 მოხსნა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა. ეს არ იყო მონსტრის საუკეთესო საღამო და მაინც, მან ემვიპის გამოკითხვაში კავაის (7) შემდეგ ყველაზე მეტი ხმა (3) მიიღო.

ენტონი დევისი - 20, 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება. ბოლო ორი სროლიდან ერთი უნდა ჩაეგდო. პირველი ვერ გამოიყენა. გიულისცემა იზრდება და, დევისი აგდებს. კლასიკა. ბრავო!

ჯეიმს ჰარდენი - 11, 6 პასი, 3 მოხსნა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა. 9 სამიანი ისროლა, 3 - ზუსტად. საშუალოდან არ უსვრია. ოდნავ ზარმაცი იყო. ბოლოში მაგარი სამიანი აარტყა.

ლუკა დონჩიჩი - 8, 4 პასი. მხოლოდ 17 წუთი მიიღო. რამდენიმე კარგი სვლა და ბიჭი აქ რეგულარულად ითამაშებს.

კრის პოლი - 23,, 6 პასი, 2 მოხსნა. კრისი ამ თამაშის ვეტერანია. და, ერთ ეპიზოდში მაგრად მიატენა ასაკს და იანისის გუნდს. ლეგენდა.

ბენ სიმონსი - 17, 6 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. ძალიან კარგი იყო. არასაკმარისად კარგი, რომ საუკეთესოდ დაესახელებინათ. მშრომელი ვარსკვლავი.

რასელ უესთბრუქი - 6, 3 მოხსნა, 3 პასი. ამ თამაშში რომელიმე მონაწილის ბოლომდე უარყოფითად შეფასება არ მოსულა. რასი რეგულარულში უკეთესი იქნება.

ჯეისონ ტეიტუმი - 6, 3 პასი, 3 ჩაჭრა. ჯერ მაგარი მორიდებულია. და, ბოსტონის 21 წლის ბიჭი გაიზრდება.

ნიკოლა იოკიჩი - 5, 2 მოხსნა. არ დარბოდა. საერთოდ, არც დარბის, მაგრამ აქ უბრალოდ, იდგა. გაიქეცი, ბიჭი, გაიქეცი.

დომანტას საბონისი - 2, 6 მოხსნა. მოხსნა, 2 საჯარიმო გამოიყენა, ბედნიერი იყო. საბონისი ოლ სთარს უხდება. მაგარი გვარია, ზოგადად.