ჩემპიონთა ლიგის წინ: ნეიმარი სიაშია

18 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დორტმუნდი პსჟ–ს უმასპინძლებს და სტუმართა განაცხადშია ნეიმარიც. ბრაზილიელს 1 თებერვლის მერე არ უთამაშია, მაგრამ ტრავმა მოირჩინა და მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადში შეიყვანა.

 

ისე, დიდად საეჭვოა, რომ ნეიმარმა სასატრტოში დაიწყოს თამაში.

 

სამაგიეროდ, პარიზელებს არგენტინელი ლეანდრო პარედესი დააკლდებათ.

 

აი, დორტმუნდელებს კი შეტევაში უფრო რთულად აქვთ საქმე: მარკო როისი და იულიან ბრანდტი დაშავებულები არიან.