რაე: შოთა არველაძე საუკეთესო იყო

დღეს შოტლანდიაში დიდი დერბია: რეინჯერსი–სელტიკი. The Scottish Sun-ი ამ გუნდების რამდენიმე ყოფილ ფეხბურთელს ესაუბრა: თუ ვის მიიჩნევენ საუკეთესო პარტნიორად, რომლებთან ერთადაც დერბიში უთამაშიათ.

 

ალექს რაე – იყო ასეთი საყრდენი ნახევარმცველი გლაზგო რეინჯერსში, ტიპიური შოტლანდიელი, ჯანიანი და მებრძოლი. აი, რას ამბობს რაე:

 

„შოთა არველაძე საუკეთესო იყო, ვისთან ერთადაც კი სელტიკის წინააღმდეგ მითამაშია. არველაძე ტექნიკური თვალსაზრისით საუცხოო გახლდათ. უბრალოდ, ბრწყინვალე. მას ვუთხარი, რომ მოკრძალებული ადამიანია. შოთას გაჰქონდა გოლები მარჯვენათი, მარცხენათი და ჰქონდა საფეხბურთო ინტელექტი“.

 

რაემ ორი წელიწადი ითამაშა რეინჯერსში, შოთამ კი – ოთხი. ქართველმა „ჩაფრების“ მაისურით 57 გოლი გაიტანა.

 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.