ღამურა ხამესი?

როგორც Don Balon წერს, ვალენსია მზად არის რეალის ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი იყიდოს.

 

წყაროს ინფორმაციით, 28 წლის კოლუმბიელის აგენტი, ჟოჟე მენდესი, მესტალიელებს ტრანსფერზე უკვე ელაპარაკება. თავის მხრივ, მისი გაყიდვით მადრიდული გრანდიცაა დაინტერესებული და მას 40 მილიონ ევროდ აფასებს.

 

მიმდინარე სეზონში, ხამესმა მონაწილება 13 შეხვედრაში მიიღო, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა. სეზონის უმეტესი ნაწილი მან ტრავმის გამო გამოტოვა. ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით, მისი საბაზრო ღირებულება დღეს სწორედ 40 მილიონ ევროს შეადგენს.