ფეხბურთელთა ოსკარი

ბერლინში მიმდინარე ლაურესის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც „სპორტულ ოსკარსაც“ უწოდებენ, ცნობილი წლის საუკეთესოთა ვინაობა გახდა.

 

წლის საუკეთესო გუნდი სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული გუნდი გახდა, რომლის კონკურენტებიც ტორონტო რაპტორსი, აშშ-ის ფეხბურთელთა ქალთა ეროვნული ნაკრები, ფორმულა 1-ის გუნდი „მერსედეს ბენცი“, ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები და ლივერპული იყვნენ.

 

წლის საუკეთესო კაც სპორტსმენად ორი მამაკაცი დასახელდა - ლუის ჰამილტონი და ლიონელ მესი.

 

დაჯილდოების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეს პატივი ერთდროულად ორ ადამიანს ერგო. როგორც ბრიტანელმა ავტომრბოლელმა, ასევე არგენტინელმა ფეხბურთელმა თანაბარი ქულები დააგროვეს.

 

ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ: მორბენალი - ელიუდ კიპოჩგე, რაფა ნადალი, მოტომრბოლელი მარკ მარკესი და გოლფისტი თაიგერ ვუდსი.

 

წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად  ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი დასახელდა, სადაც სხვა ნომინანტებად  წარმოდგენილნი იყვნენ: მძლეოსანი ელისონ ფენიქსი, ფეხბურთელი მეგან რაპინო, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა,  მოთხილამურე მიკაელა შიფრინი და მძლეოსანი შელი-ენ ფრეიზერი.