მეივეზერი: კონორთან ჩხუბისთვის არც კი ვემზადებოდი

ხუთ წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ფლოიდ მეივეზერმა, კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა გაიხსენა. ლეგენდარული მოკრივის თქმით, ირლანდიელთან დაპირისპირებისთვის ის თითქმის არ ემზადებოდა.

 

"მაკგრეგორთან ჩხუბისთვის პრაქტიკულად არ ვემზადებოდი -  ყველაზე ხშირად აზიდვებსა და ჩაჯდომებს ვაკეთებდი. სამწვრთნელო ბაზა რამდენიმე ადგილას მქონდა - ორი დღით ვეგასში ვვარჯიშობდი, ხოლო შემდეგი კვირის განმავლობაში დარბაზში არც კი მივსულვარ. რა თქმა უნდა, ამ ჩხუბს სერიოზულად აღვიქვამდი, მაგრამ ერთადერთი, რაც მსურდა - ეს გართობა იყო.


მაყურებელს შოუ ვაჩვენე. კონორის რინგიდან გაგდება რომ მომენდომებინა, ამას უპრობლემოდ მოვახერხებდი. ასე რომ მოვქცეულიყავი, ბრძოლა დასრულდებოდა და სანახაობას ვეღარ ვიხილავდით. კარგ ფორმაში ვიყავი, თუმცა არა ისეთში, როგორც არტურო გატისთან ან დიეგო კორალესთან დაპირისპირების დროს. დიეგოსთან ჩხუბამდე მთებში დავრბოდი და დაღლას ვერ ვრგძნობდი", - თქვა მეივეზერმა.


შეგახსენებთ, ამერიკელი მოკრივისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა კრივში 2017 წლის 26 აგვისტოს შედგა და მეივეზერის გამარჯვებით დასრულდა.

რომა რატიანი 18 თებერვალი 2020 -01:16