მაიამი, ბექემი, ნეშვილი

 

 

 

 

 

 

 

29 თებერვალს, ამერიკულ-კანადური საფეხბურთო ჩემპიონატის (MLS) საიუბილეო 25-ე სეზონი დაიწყება. რეგულარული ჩემპიონატი 4 ოქტომბერს დასრულდება, ოქტომბერშივე ფლეი ოფები გაიმათება და სეზონი 7 ნოემბერს დამთავრდება.

წლეულს ლიგას ორი კლუბი დაემატება, დევიდ ბექემის ინტერ მაიამი და ნეშვილი. ამდენად, გუნდების რაოდენობა 26-მდე გაიზრდება (13-13 აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში). ვარაუდობენ, რომ გაისად შეჯიბრს კიდევ ორი გუნდი დაემატება, 2022 წლისთვის კი რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

არადა, 1996 წელს, ლიგის დაარსებისას, მასში მხოლოდ 10 გუნდი მონაწილეობდა. ასეთ გაფართოებას  ადგილობრივი ექსპერტები პროექტის წარმატებას და პოპულარობას მიაწერენ. ლიგის ხელმძღვანელი დონ გარბერი კი ამბობს, რომ 30 გუნდი საბოლოო ციფრი არ არის და მონაწილეთა რაოდენება, „ერთხელაც“ შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.


სკეპტიკოსები ნიუ იორკ კოსმოსისა და პელეს ისტორიას იხსენებენ, როცა ჩრდილოამერიკაში პირველი ხარისხის ვარსკვლავები მიიწვიეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში პროექტი ჩავარდა, რადგან მაყურებლისგან და სპონსორებისგან ჯეროვანი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.

ახლა ვითარება შეიცვალა. ჩრდილოამერიკასა და კანადაში ევროპულმა ფეხბურთმა უფრო მეტად მოიკიდა ფეხი და ისეთი უსუსური აღარაა, როგორც ეს გასული საუკუნის 70-იან წლებში.

კლუბებიც მომძლავრდნენ. მაგალითად, შარლოტმა ლიგაში დასამატებლად 325 მილიონი დოლარი გადაიხადა. გავიხსენოთ როგორი დაძაბული სეზონი იყო შარაშან და რა დავიდარაბა გადაიტანა ნეშვილის მერმა კლუბისთვის საკუთარი სტადიონის მშენებლობის თაობაზე.

მაგრამ რამდენად წაადგება მონაწილეთა ასეთი სწრაფი მატება თამაშის ხარისხს და ამისდაკვალად, მაყურებელთა დაინტერესებას? განსაზღვრავს კი რაოდენობა ხარისხს?

ლიგის გეოგრაფია ამერიკისა და კანადის უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს, რომელზედაც  365 მილიონ ადამიანამდე ცხოვრობს. ამიტომ 30 გუნდი არ მოჩანს ძალიან ბევრად. MLS-ის ხელმძღვანელობა ყოვეთვის ცდილობდა ევროპული ფეხბურთი უმტკივნეულოდ დაემკვიდრებინა ამერიკულ სპორტულ ლანდშაფტში. სწორად მიეტანა ამერიკელ ბიზნესმენებთან „საფეხბურთო კლუბის“ ევროპული გაგება, თავისი მენეჯმეტითა და განსხვავებებით.


ახლა ლიგის მესვეურთა და გულშემტკივართა ბანაკი ორ ნაწილად გაიყო. ერთ მხარეს მიაჩნია, რომ არსებული სისტემა იდეალურია და ცვლილებებს არ საჭიროებს, მეორენი კი თვლიან, რომ დღევადელი სტრუქტურა ხელს უშლის კანადისა და აშშ-ის სპორტული პოტენციალის სრულად გამოვლენას.

ფაქტი ერთია, MLS-ში სულ უფრო მეტი ფული იდება და მონაწილეთა რაოდენობაც იზრდება. გამორიცხული არ არის რომ მომავალში ორი ლიგა შეიქმნას MLS 1 და  MLS 2. თუმცა, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია.

კომერცია კომერციად, მაგრამ რამდენად მაღლდება თამაშის ხარისხი და მოთამაშეთა კლასი ლიგაში? ესეც ხომ ძალიან  მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუნდაც მაყურებელთა დასწრების და ინტერესის მხრივ.

მაგალითად, ლოს ანჯელესმა გასულ სეზონში მოგროვილი ქულების რეკორდი, ხოლო კარლოს ველამ სეზონის განმავლობაში მეგოლეთა რეკორდი დაამყარა. შარშან იგივე გააკეთა იოზეფ მარტინესმა.

ამ ფაქტსსაც ორი მხრიდან შეგვიძლია შევხედოთ. ერთი - თუ ბომბარდირებს სულ მეტი გოლი გააქვთ, ესე იგი, დაცვის ხაზში მეტი პრობლემა გაუჩნდათ გუნდებს. მეოერე - რახან უფრო მეტი გააქვთ, ესე იგი. თავდამსხმელთა კლასი იზრდება.

 

 

 

 

 

 

.