ფიური: თვითმკვლელობაზე ვფიქრობ

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ თქვა, რომ კვირაობით დეპრესიას განიცდის. მოკრივის თქმით, ამ დროს ის სუიციდზე ფიქრობს.

 

„ყოველ კვირა დღეს მიჭირს - თვითმკვლელობაზე მეფიქრება. რატომ მაინცდამაინც კვირას? ეს ერთადერთი დღეა, როდესაც არ ვმუშაობ. შრომა სიგიჟემდე მიყვარს - ყოველდღიურად ვმუშაობ. დარბაზში სიარულის გარეშე არსებობა არ შემიძლია. როდესაც არ ვვარჯიშობ, საშინლად ვარ, მაგრამ ორშაბათის მოსვლისთანავე თავს ისევ ფანტასტიკურად ვგრძნობ“, - თქვა ბრიტანელმა მოკრივემ.

 

შეგახსენებთ, ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის განმეორებითი დაპირისპირება 22 თებერვალს ლას ვეგასში გაიმართება. მათი პირველი ბრძოლა 2018 წლის დეკემბერს ფრედ დასრულდა.

რომა რატიანი 18 თებერვალი 2020 -23:39