ფიური: ბრიტანელი მსაჯები არ დამანახოთ!

კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

 

„ჩვენს ბრძოლას ბრიტანელი არბიტრები არ განსჯიან? ძალიან კარგია! გასულ ჩხუბში ერთი ბრიტანელი მსაჯი უკვე დამიპირისპირდა. მოხარული ვარ, რომ ჩემი თანამემამულეები არ იმსაჯებენ. ვიმედოვნებ, რომ ნევადას შტატის სპორტის კომისია ამ ბრძოლისთვის შესანიშნავ პროფესიონალებს დანიშნავს“, - თქვა ფიურიმ.

 

შეგახსენებთ, ფიურისა და უაილდერის პირველი შეხვედრა 2018 წლის დეკემბერში შედგა - ის დაპირისპირება ფრედ დასრულდა. განმეორებითი ბრძოლა 22 თებერვალს გაიმართება.

 

უაილდერის აქტივში 43 ბრძოლაში 42 გამარჯვებაა (41 ნოკაუტი).

 

ფიურიმ 30-ჯერ იჩხუბა, 29-ჯერ მოიგო (20 ნოკაუტი).

რომა რატიანი 20 თებერვალი 2020 -00:44