ლაშა ტალახაძე ქომაგთა რჩეულია

ძალოსანთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო მამაკაც ძალოსნად დაასახელეს. გამოკითხვაში მონაწილეობა 50 514-მა ადამიანმა მიიღო, ქართველს კი მხარი 17 084-მა ქომაგმა დაუჭირა.

 

 

26 წლის სპორტსმენს შესანიშნავი წელი ჰქონდა. 2019-ში მან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მოიგო. შეგახსენებთ, რომ ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად იქნა დასახელებული.

 

აღსანიშნავია, რომ ტალახაძე წლის საუკეთესო მამაკაც ძალოსნად ზედიზედ მესამედ იქნა აღიარებული. აქვე გეტყვით, რომ წლის ქალი ძალოსანი კეტრინ ელიზაბეტი გახდა. ამერიკელმა 9 105 ხმა მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ ქართველ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.