კარიბის ზღვა, დანია, ბარსელონა

ვინ არის ბარსელონას ახალწვეული მარტინ ბრაითვაიტი? სჯობს, მასზე ცოტა ვრცლად დავწეროთ, რადგან არცთუ უინტერესო ბიოგრაფია აქვს.

 

არ დაგვავიწყდეს, ბარსამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მერე შეიძინა ბრაითვაიტი. ლეგანესის ხელმძღვანელობა ბარსელონას ფეხბურთელის მიტაცებაში ადანაშაულებს. აი, რატომ: ბლაუგრანამ ისარგებლა და ბრაითვაიტის გასაშვები თანხა (18 მილიონი ევრო) გადაიხადა. ფეხბურთელს კონტრაქტში ეწერა და ესაა, პატარა ლეგანესიც გაიწირა... კლუბს ზაფხულში უფრო სარფიანად სურდა დანიის ნაკრების მოთამაშის გაყიდვა.

 

დიახ, ბრაითვაიტი დანიაშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ გვარიც და კანის ფერიც შორსაა დანიურისგან. წარმოშობით გაიანადან არის, მამამისი სწორედ იქ დაიბადა და 2012 წელს ამ ქვეყნის ნაკრებიდანაც მიიწვიეს, მაგრამ უარი განაცხადა. კარიბის ზღვის პირას მდებარე გაიანას კონკაკაფის ზონაში ერთ-ერთი უსუსტესი ნაკრები ჰყავს, ფიფას რეიტინგში 166-ე.

 

ლეგანესამდე იყო ესბიერგი, ტულუზა, მიდლსბრო და ბორდო. ახლა კი, ტრავმირებულია ლუის სუარესი, უსმან დემბელეც ვერ ითამაშებს და ბრაითვაიტს დიდი მისია აკისრია.

 

სწრაფმა ბრაითვაიტმა 2018 წლის მუნდილაზეც კარგად ითამაშა. ქვეყანა არ გადაურევია, მაგრამ მაინც მიიქცია ყურადღება. მას შემდეგ კი მოუმატა და შეიძლება ითქვას, ფორმის პიკშია.

 

 აი, ბარსას ლეგენდა რივალდომ ცუდი თვალით შეხედა გაიანელ-დანიელის ტრანსფერს - მის ნაცვლად, ბარსას თავისი სტრუქტურიდან რომელიმე ახალგაზრდა უნდა დაეწინაურებინაო.  

 

და სანაკრებო დებიუტი, იცით, ვისთან ჰქონდა? საქართველოსთან ამხანაგურში, 2013 წელს, როცა ჩვენები ირაკლი ძარიას გოლით იგებდნენ და 1:2 დამარცხდნენ. 7 სანაკრებო გოლი აქვს და აქედან ერთი ქართველთა კარში... შარშანდელი 5:1.