საქARTველო

კალათბურთში რამდენიმე ძირითადი პრინციპი უნდა დაიცვა.

უნდა გესმოდეს მწვრთნელის. უნდა იმახსოვრებდე კომბინაციებს.

უნდა ითამაშო დაცვაში, რომ მეტი მარაგით შეუტიო.

უნდა დაიცვა საკუთარი ფარი და არ უნდა გავიწყდებოდეს საკუთარი კაცის გადაკეტვა.

უნდა გახსოვდეს, რომ შენს უკან მთელი გუნდია და სამი ერთზე შეტევის დროს, არ უნდა დაგავიწყდეს პასის გაცემა, ბურთის გატანება.

კალათბურთი ხელოვნებაა და შენ ამ ტილოს ერთ-ერთი ფერი ხარ. არაფრით გამორჩეული სხვისგან. უბრალოდ, კარგი ფერი, რომელიც კომპოზიციისთვის საჭიროა.

გუშინ ჩანდა, რომ ილიას ზუროსი ბევრ ეპიზოდში სხვა შედეგს იღებდა. დახაზული იყო ერთი და მწვრთნელი იღებდა მეორეს. და, შესაბამისად, ვაგებდით.

დაცვაში ეპიზოდურად ვიღლებოდით. რამდენიმე ეპიზოდში მკვლელი დაცვა ვითამაშეთ, დავგლიჯეთ, მაგრამ შემდეგ ორ ეპიზოდს უბრალოდ, ვატარებდით და ცალი ფეხით შეტევაში ვიდექით, გავრბოდით. ჯერ - კარგი დაცვა და შემდეგ - კაიფის მიღება შეტევაში.

საკუთარი ფარი მაგრად წავაგეთ. არ შეიძლება საკუთარ დარბაზში, ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრით და უბრალოდ, მაგარი ათლეტური გუნდით ასეთი შედეგის მიღება - შვეიცარიამ ჩვენს ფარზე 23 (!!!) მოხსნა გააკეთა.

როდესაც შვეიცარიამ დაიწყო დაქაჩვა, რამდენიმე ეპიზოდში შეტევაში მეტნი ვიყავით და ყველა შანსი ვერ გამოვიყენეთ. რომ ჩაგვეგდო, ალბათ, დამატებითი დრო არ წავიდოდა.

როდესაც მწვრთნელი ბოლომდეა ჩართული თამაშში და შეიძლება, დაგაგვიანდეს მომხდარზე რეაგირების მოხდენა, მოთამაშეებმა მწვრთნელი უნდა დააზღვიონ. გუშინ, მეორე ტაიმში მთელი გუნდი გაითიშა და მართლა გადავრჩით.

რომ წაგვეგო, ტრაგედია არ იქნებოდა, მაგრამ ასეთი მსვლელობით არ უნდა წაგვეგო. როდესაც 20+ იგებ და შემდეგ, დგები, ჩერდები, ვერ ქაჩავ.

მოვიგეთ და ეს ნაკრები ამაზე გაცილებით მეტია. გაცილებით ღრმა და ფერადი.

მოდით, ერთად გავაფერადოთ საქARTველო.