მარგველაშვილის ვერცხლი - დიუსელდორფის პირველი დღე დასრულდა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ძიუდოს გრანსლემი დაიწყო. აღნიშნულ ტურნირზე 14 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

 

დღეს, 21 თებერვალს ოთხმა ქართველმა იჭიდავა - ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე (60კგ) და ვაჟა მარგველაშვილიბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ).


60 კგ. წონაში პაპინაშვილმა ადრეულ ეტაპზე წააგო, ამავე წონაში ბრინჯაოსთვის მედლისთვის ბრძოლაში თემურ ნოზაძეს ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუამ ბოლო მომენტში შესრულებულუ გდებით მოუგო, 66 წონით კატეგორიაში კი ამავე სინჯის მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი იაკუბ შამილოვთან დამარცხდა.


რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, 26 წლის ქართველმა დიუსელდორფის გრანსლემზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. დამაჯერებელი ასპარეზობის შემდეგ, ფინალში ვაჟა ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.


ხვალ, 22 თებერვალს, საქართველოს ნაკრების სახელით ლაშა შავდათუაშვილიფრიდონ გიგანი (73 კგ); ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) იჭიდავებენ.

რომა რატიანი 21 თებერვალი 2020 -21:30