გრიგალაშვილი გრანდ სლემის ფინალშია

დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, ტატო გრიგალაშვილი 81 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა. ჩვენებურმა 1/2 ფინალში ყირგიზეთის წარმომადგენელი ვლადიმირ ზოლოევი იპონით დაამარცხა, ოქროს მედლისთვის კი რუსი ხასან ხალმურზაევის წინააღმდეგ იჭიდავებს.

 

გრიგალაშვილმა 1/2 ფინალამდე საკმაოდ რთული გზა განვლო. ტატომ მეორე წრეში იაპონელი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა, შემდეგ იტალიელ ანტონიო ესპოსიტოს მოუგო, რის მერეც 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონს გერმანიის სახელით მოასპარეზე ალექსანდრ ვიზერჩაკის აგემა მარცხი, 1/4 ფინალში კი ფრანგი ალფა ომარ ჯალო დაამარცხა.   

 

შეგახსენებთ, რომ ქართველთა ანგარიშზე ერთი მედალი უკვე არის. ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

აქვე გეტყვით, რომ დიუსელდორფის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.