სანდრო ბაზაძე ლიცენზიას უახლოვდება

ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების წამყვანმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰთან 14:15 წააგო.
მიუხედავად ამისა, პირად პირველობაში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად სანდრომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა წინ და განახლებულ რეიტინგში, რომელიც მომავალ კვირაში გამოქვეყნდება, უახლოეს მდევრებთან ქულათა რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.


ხვალ, პოლონეთის დედაქალაქში, ხმალში გუნდური მსოფლიო თასი გაიმართება. 23 გუნდს შორის საქართველოს ნაკრებიც არის, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრი გუნდური ლიცენზიისთვის ბრძოლას განაგრძობს.


ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე, საქართველოს დროით 13:00-ზე ესპანეთის ნაკრებია, გამარჯვების შემთხვევაში, რვა საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად, 15:00-ზე ქართველი მოფარიკავეები, მსოფლიო რეიტინგის მეოთხე გუნდს, გერმანიას დაუპირისპირდებიან