ოვი 700!

ალექსანდრ ოვეჩკინი უდიდესია. ამ გენერაციის უდიდესი სნაიპერი. ყველა დროის უდიდესი რუსი ჰოკეისტი. რომელიც დღესაც ჰოკეის თამაშით უდიდეს კაიფს იღებს.

ოვიმ ნიუ ჯერსის გლიჯა. და, კარიერაში გატანილი შაიბების გასწვრივ ამოტვიფრა..

...700! 700!! 700!!!

ვაშინგტონი ცუდ ფორმაშია. ბოლო 11 ტესტიდან გუნდმა მხოლო 3 მოიგო, ზიდიზედ მეოთხე წააგო (2:4), მაგრამ კაპიტანმა ეს შაიბა გაიტანა და გუნდი უფრო თავისუფლად ათამაშდება. უნდა ათამაშდეს. ან, პიტსბურგი, ტამბა მოტყდებიან და ფლეი ოფის წინ საკუთარი ყინულის უპირატესობას მიიღებენ. კეპიტალზისთვის ეს დაუშვებელია.

ოვეჩკინი პირველ ორ პერიოდში აკვირდებოდა. დევილზი ოვიზე პერსონალურ დაცვას აყენებდნენ და ბლოკიდან ამოსულ რუსს გვერდით ყოველთვის ერთი (ან - მეტი) დამცველი ედგა. გატანილი შაიბის დროს, ვაშინგტონმა იქ, ნიუ ჯერსის მეკარის ტერიტორიაზე დაძაბა, ევგენი კუზნეცოვმა ვარდნაში მიუგორა შაიბა ოვის და ლეგენდამ (არა თავისი ოფისიდან) გაისროლა. და, გაიტანა!

ვაშინგტონის ყველა მოთამაშე ყინულზე გავიდა (გუნდმა ლიგისგან ნებართვა მატჩის დაწყებამდე აიღო) და მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაუხარა თავი უდიდესს.

ოვიმდე 700 (და მეტი) შაიბა გაიტანეს მაიკ გარტნერმა (708), ფილ ესპოზიტომ (717), მარსელ დიონმა (731), ბრეტ ჰალმა (741), იარომირ იაგრმა (766), გორდი ჰოუმ (801) და უეინ გრეცკიმ (894). სოლიდური კომპანია. ამ რეგულარულში ოვეჩკინმა გარტნერს უნდა გაასწროს.

მიმდინარე სეზონში რუსს 60 თამაშში 42 შაიბა აქვს გატანილი. სტანდარტული მაჩვენებელი. მისთვის. ოვეჩკინი უპრობლემოდ უნდა ავიდეს 50-ზე.

მონსტრი, რომელიც ცვლის თამაშს და ოვი ჰოკეის ლებრონ ჯეიმსია.

ვაშინგტონში ემზადებიან ფლეი ოფისთვის და გუნდმა იცის, რომ იქ წარმატებისთვის, კაპიტანი დასვენებული უნდა იყოს.

მალე სერიოზული გარჩევები დაიწყება. ოვის სეზონი გრძელდება.

თავი დახარეთ, ლეგენდა მოდის.