ღვინიაშვილი - ბრინჯაო

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემიზე, საქართველოს ნაკრების წევრმა, ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში აზერბაიჯანელი მამალი მეჰიდევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

 

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ყველაფერი "გოლდენ სქორმა" გადაწყვიტა, ბექამ მეტოქე ვაზარიზე დააგდო. 

 

ამჟამად, საქართველოს ნაკრებს გერმანიაში უკვე 3 მედალი აქვს - ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) - ოქრო; ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ვერცხლი. 

 

შეგახსენებთ, გრანდ სლემის ფინალში გურამ თუშიშვილი (100 კგ) ოქროსთვის იბრძოლებს.