ქვილითაიას გოლი - ჩაკვეტაძის საგოლე (ვიდეო)

ბელგიის ჟუპილერ ლიგის 27-ე ტურში, გენტმა სენტ ტრუიდენი მიიღო. მასპინძლები აშკარა ფავორიტები იყვნენ და ისე ითამაშეს, როგორც მათ სტატუსს შეეფერება. განსაკუთრებით გამოსარჩევი 20 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი, კანადელი ჯონათან დავიდი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, თუმცა, ამის ფონზეც, ქართველების თამაში ჩრდილში არ მოექცა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ორი გიორგი გენტში ერთად 2018 წლიდან თამაშობენ, ოფიციალურ შეხვედრაში, სასტარტოში აქამდე ერთად დაწყებული არ ჰქონდათ! საერთოდაც, გიორგი ჩაკვეტაძეს ძირითად შემადგენლობაში წელიწადზე მეტია არ უთამაშია. ბოლოს სასტარტოში ისევ სენტ ტრუიდენთან 2018 წლის დეკემბერში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს (3:1). 

 

სენტ რუიდენთან ქართველებმა პირველი წუთებიდანვე დაიწყეს და შეუცვლელად ითამაშეს. გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე გოლია, რომელიც მე-14 წუთზე, თავური დარტყმით შეასრულა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი 26-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაში ჯონათან დავიდი გაიყვანა, რომელმაც მომენტი გატანილ ბურთად აქცია. 

 

საბოლოოდ. 4:1

 

ამ გამარჯვების შემდეგ, გენტი მეორე ადგილზეა, მესამე ადგილზე მყოფს 7 ქულით უსწრებს, პირველზე მყოფ ბრიუგეს კი 9 ქულით ჩამორჩება.