ტურძილაძემ ნდობა მოგვცა

8 წუთი, 4 ქულა, 5 მოხსნა (2 - სხვის ტერიტორიაზე), 1 დაფარება, მხოლოდ 1 პერსონალური შენიშვნა და სოლიდური დაცვა.

სერბეთთან, როდესაც ილიას ზუროსმა ძირითადი მაღლები დაასვენა, დრო თსუ-ს ცენტრმა გიორგი ტურძილაძემ მიიღო.

და, იმ წუთებში ზუროსი მშვიდად იყო. ბიჭმა შეასრულა, საქმეს მიხედა და როდესაც მოედანზე ლიდერები დაბრუნდნენ, ახალგაზრდას მისია შესრულებული იყო. ტურძილაძემ ფრიადი წამოიღო.

საქართველომ - მოგება.

მაღლების პრობლემა არ გვაქვს. თუ ოდესმე ნაკრებამდე მოვლენ თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე, საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი, მოქნილი წინა ხაზი ეყოლება. ვარირების სიღრმით და დომინაციით.

და, თუ დიდები დაიღლებიან, მწვრთნელმა უკვე იცის, რომ სათადარიგოებში ჰყავს მოთამაშე, რომელიც არა მხოლოდ გამოცდილებს დაასვენებს, არამედ, ბურთს მოითხოვს და საჭიროების შემთხვევაში, შეასრულებს, ჩააგდებს და არ ჩააგდებინებს.

გიორგი სერბეთთან სოლიდური იყო ყველა ეპიზოდში და ეს გვამშვიდებს. რომ სუპერლიგიდან შეიძლება კარგი მაღლის აყვანა, რომელიც იქ, თამაშზე ითამაშებს, იყომარებს და ეს უკვე ბევრია.

უკვე ბევრია და გიორგის დატვირთვამდე, იქ, მეხუთე ნომერზე სუპერლიგა თითქმის არ იტვირთებოდა. ეს ზუროსმა იცის, მაგრამ მან ისიც იცის, რომ თსუ-ს ცენტრის გამოძახებით კიდევ ბევრი ერთგული გულშემატკივარი მიიღო.

ეს კარგია. ეს დაგვჭირდება. ეს გარდაუვალი იყო.

და, მახსენდება რამდენიმე ქართველი მწვრთნელის სიტყვა - ეს ბიჭი ბევრს ვერასოდეს ვერ მიაღწევს, კალათბურთი არ უყვარსო.

მგონი, ცდებოდით, მეგობრებო.

სერბეთს თბილისშიც ვხვდებით. შეიძლება, აქ სხვა სერბეთი გვეწვიოს და ამჯერად, ვერ გადავჯოკროთ. ეს არ არის მთავარი.

ნაკრებმა კიდევ ერთი მოთამაშე მიიღო, რომელსაც ყველა შეხვედრაში ნდობა ექნება.

და, ამ ნდობას ისიც დიდი მარაგით დატოვებს. ბრავო, გიორგი, კარგი იყო.