საქართველო და უზბეკეთი: მსგავსებაც და სხვაობაც

ბელარუსის ნაკრებმა რომ ამხანაგურ მატჩში უზბეკეთს 1:0 სძლია, ამაზე ვრცლად უკვე გვეწერა. ბელარუსთა ცენტრალური ნახევარმცველი იური კენდიში აღნიშნავს, რომ უზბეკებმა გარკვეულწილად ქართველებივით ითამაშეს, მაგრამ ამ ორ ნაკრებს შორის სხვაობას ხაზს უსვამს.

 

„ეს მატჩი 26 მარტისთვის მომზადების მხრივაც გამოვიყენეთ. უზბეკეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მსგავსება არის, ოღონდ დაახლოებით 30 პროცენტით. თუმცა საქართველოს ნაკრები უფრო სერიოზულია, უკეთ ფლობს ბურთს, გაცილებით კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს. რაც დაგვავალეს, შევასრულეთ. ვითამაშეთ, მოვიგეთ, დანარჩენი კი ფეხბურთელების საქმე არაა“.   

 

კენდიში მოლდოვის შერიფში თამაშობდა და სოლიგორსკის შახტიორში გადავიდა.