რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

დღეს, 24 თებერვალს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობაზე ლაშა ხურციძე არ გამოცხადდა, ირაკლი აბუსერიძემ კი რეგისტრაცია პროტესტის ნიშნად არ გაიარა და ქვორუმიც არ შედგა.  არჩევნების ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატი არის წარდგენილი. პირველობისთვის გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე იბრძვიან.