კაკაბაძემ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ...

26 მარტი, საქართველო–ბელარუსი, ფიქრები ამ მატჩისკენ... საფიქრალი ბევრია, მაგრამ ერთ–ერთი ყველაზე საკვანძოა მარჯვენა მცველის პოზიცია. ოთარ კაკაბაძეს ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, ტრავმა აწუხებდა და ბელარუსთან მისი თამაში ძალიან საეჭვოა.

 

კაკაბაძემ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ბელარუსთან მატჩამდე ერთი თვეღა დარჩა. ამ ეტაპზე გადაჭრით ვერავინ ამბობს, შესძლებს თუ არა ოთარი მანამდე სათამაშო ფორმაში შესვლას.

 

ვნახოთ, ამ ეტაპზე პროგნოზირება არასერიოზული გამოვა. ერთი კი არის, გამოკვეთილად არ ჩანს, ვინ შეიძლება შეცვალოს კაკაბაძე.