საიდან მოვიდა ეს გუნდი?

 

 

 

 

 

 

2022 -ში ყატარში მსოფლიო ჩემპიონტი უნდა ჩატარდეს, ამას წინათ კი ქვეყანამ საკლუბო მუნდიალს უმასპინძლა... ყატარის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო აზიის თასი...

ზოგადად, ყატარში ფეხბურთი ძალიან უყვართ და წინა წლებში, მობერებული ვარსკვლავების საყიდლად, დიდძალი ფულის გადახდასაც არ ერიდებოდნენ. ადრე იქ ისეთ ფეხბურთელებს უთმაშიათ, როგორებიც ფერნანდო იერო, გაბრიელ ბატისტუტა, პეპ გვარდიოლა, რომარიო და ძმები დე ბურები არიან.

შეიხები ეროპულ კლუბებს ყიდულობენ, მაგრამ საკუთარიც არ ავიწყდებათ. მათ უმაღლეს დივიზიონში 12 გუნდი მონაწილებს და სახელად „ვარსკვლავთა ლიგა“ ჰქვია. თითქმის ყველა კლუბს ჰყავს ერთი „ცნობილი სახე“ შემადგენლობაში. მაგალითად ჰოლანდიელი უესლი სნეიდერი (ალ-გარაფა), ესპანელი ჩავი (ალ-სადი), კოტდივუარელი ვილფრიდ ბონი (ალ-არაბი) და მაროკოელი მეჰდი ბენატია (ალ-დუჰაილი).

 

მწვრთნელებსაც იწვევენ. მაგალითდ, ჟოზე მოურინიუს ყოფილი თანაშემწე, რუი ფარია და ისლანდიის ნაკრების მწვრთნელყოფილი ჰეიმირ ჰადლგრიმსონი.

სხვა ქვეყნებიც გვინახავს, რომლებიც შებერებულ ცნობილ ფეხბურთელებს ყიდულობენ და მათ კოსმიურ ჯამაგირებს უხდიან. მაგრამ, რამდენად ადგება ეს მათი ფეხბურთის განვითარებას? ყატარის ნაკრებისთვის, რომელსაც არასოდეს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატებზე და გამარჯვებამდე აზიის თასზეც მეოთხედფინალს არ იყო გაცილებული, პრინციპულად მნიშვნელოვანია 2022 წლის შინაური მონდიალის წინ წარმატებული გამოსვლა.

ადგილობრივ ბავშვებს განვითარების საშუალება რომ ჰქონდეთ, ლეგიონერების რაოდენობაზე ლიმიტი შემოიღეს. მათი ჩემპიონატის მატჩებში მინდორზე ერთდროულად მხოლოდ ხუთ უცხოელს შეუძლია ყოფნა.

კიდევ, „ბორდოსფერები“ (ასე უწოდებენ ყატარელებს), დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარ ხრიკს მიმართვდნენ, ნაკრებში ნატურალიზებულ ფეხბურთელებს ათამაშებდნენ. თუმცა ამ გამოცდილებას შედეგი არ მოუტანია და ახლა სტრატეგია შეიცვალა. ბოლო დროს სულ უფრო ბევრი ყატარაელი ჩნდება ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. 

ამ წარმატების სულისჩამდგმელი კატალონიელი სპეციალისტი, ფელიქს სანჩეს ბასი გახლავთ, რომელიც 20 წლიდან ავარჯიშებდა ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდს. 2006-ში ყატსრში ჩავიდა, Aspire Academy-ს პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ახალგაზრდა ყატარელი სპორტსმენების დაოსტატებისთვის იყო ჩაფიქრებული.

ესპანელის მეთოდებით ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია დაინტერსდა და მას ჯერ ქვეყნის 19 წლამდელთა ნაკრები ჩააბარეს, რომელმაც ერთი წლის შემდეგ აზიის ახალგაზრდული თასი მოიპოვეს. ბასმა ეს თაობა გაზარდა და ახლა უკვე პირველი გუნდის ბირთვს სწორედ ისინი წარმოადგენენ. მათი გვარ-სახელების ჩამოთვლა, ჩვენს მკითხველს, ალბათ არაფერს ეტყვის.

 

 

სპეციალისტები აღნიშნავენ ყატარელთა ტაქტიკურ განსწავლულობასაც. მათ სწრაფი კონტრშეტევების რეჟიმშიც შეუძლიათ თამაში, ხოლო მეორე წუთს ბურთზე აბსოლუტურ კონტროლს აწესებენ.

აზიის თასის ნახევარფინალი არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ეროვნულ გუნდთან ომს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთს. ყატარელი ქომაგები სტადიონზე არ შეუშვეს. ჰიმნს დაუსტვინეს, მინდორზე კი სანდლები და პლასტიკური ბოთლები გადაყარეს. ფეხსაცმლის გადაყრა იქ თურმე უაღრესი სიძულვილის ნიშანი ყოფილა. მაგრამ ყატარელებმა 4:0 გაიმარჯვეს. ფინალში კი იაპონიას მოუგეს 3:1. ანუ, ყატარელებმა შვიდივე მატჩი მოიგეს, ბურთების შეფარდებით  - 19:1...

მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი ორი წლის შემდეგ უმასპინძლებენ. ნელ-ნელა შენდება ულტრათანამედროვე სტადიონები. მაგრამ, ჩანს, ეროვნული გუნდი უკვე მზად ჰყავთ. მთავარია, 2022 წლისათვის ეს დონე შეინარჩუნონ.

 

 

 

 

 

 

.