დილიან უაითი ტაისონ ფიურის იწვევს

WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრის სავალდებულო პრეტენდენტმა, დილიან უაითმა ტაისონ ფიურიზე ისაუბრა. უაითის თქმით, შემდეგ ბრძოლაში ფიური სწორედ მას უნდა დაუპირისპირდეს.


"ამჯერად ფიურიმ მე უნდა მეჩხუბოს. არ მაინტერესებს, ენტონი ჯოშუა ან თავად ტაისონი რას ფიქრობენ. ეს ბრძოლა დავიმსახურე. იმისათვის, რომ ტიტულის მოგების შანსი მქონოდა, ძალიან ბევრი ვიშრომე. ბრძოლას ვაგრძელებ - ხშირად, ამას საკუთარი რეიტინგისა და რეპუტაციის რისკის ფასად ვაკეთებ. დიდი ხანია, რაც ნომერ პირველი პრეტენდენტი ვარ. ამ შანსისთვის ყველაფერი გავაკეთე - ჩემი დრო მოვიდა.


ცხადია, ფიური თავისი ნებით არ მეჩხუბება. როდესაც უაილდერი იყო ჩემპიონი, ტაისონთან ბრძოლის დაგეგმვა მოვისურვეთ, თუმცა მან უარით გაგვისტუმრა. ფიურიმ იცის, რომ მისი დამარცხება შემიძლია", - თქვა დილიან უაითმა.


შეგახსენებთ, უაითის ანგარშზეა 28 ბრძოლა, 27 გამარჯვება (18 ნოკაუტით) და 1 მარცხი.

რომა რატიანი 24 თებერვალი 2020 -20:21