ოვი და კოვი

ვაშინგტონმა ჯეკპოტი მოხსნა.

442 გატანილი შაიბა, ორჯერ 50+.

ეს არის ილია კოვალჩუკი. რუსი სნაიპერი, რომელიც კარიერას ვაშინგტონში გააგრძელებს.

კოვალჩუკი და ალექსანდრ ოვეჩკინი.

ოვი და კოვი. კეპიტალზმა ვეტერანი მონრეალიდან აიყვანა და კანადიენსმა დრაფტის ერთ-ერთი არჩევანი მიიღო. ყველამ მოიგო.

ვაშინგტონის ბოსი ბრაიან მაკლელანი კმაყოფილია. კოვალჩუკს ბოსტონიც დაუკავშირდა, მაგრამ რუსმა ვაშინგტონი აირჩია. კოვიმ აირჩია ის, რაც მას სტენლის თასის მოგებაში დაეხმარება. და, კოვალჩუკი კეპიტალზისთვის სტენლის თასის დაბრუნების კარგი გარანტია.

მაკლელანი: „კოვი გუნდში კარგად ჩაჯდება. ის ჩამოყალიბებეული, გამოცდილი მოთამაშეა. მონრეალში მას მხოლოდ საუკეთესოდ ახასიათებდნენ. როგორ ეხმარებოდა ის ახალგაზრდებს, როგორ ეხმარებოდა მწვრთნელებს. ეს მნიშვნელოვანია. ის ბევრი მოთამაშისთვის მაგალითია. კარგი მაგალითი.“

კოვალჩუკი ვაშინგტონის მესამე სამეულში დადგება. Top 6 ილიასთვის კარგი ვარიანტია. პირველი ორი სამეული გუნდში კარგად არის დაბალანსებული და მესამეს აკლდა აგრესია, კლასი, მოქნილი აზროვნება. კოვი ამას გააკეთებს. ვაშინგტონის მწვრთნელი ტოდ რეირდენი მას კარგ დროს მისცემს.

მაკლელანი: „დავიწყებთ მესამე სამეულით, შევხედავთ სიტუაციას და თუ ყველაფერი კარგად აეწყობა, კოვის სხვა სამეულებშიც გავუშევბთ.“

სეზონის დაწყებამდე ვაშინგტონმა შეცვალა მესამე ხაზი. გაუშვეს (არ შეინარჩუნეს) ანდრე ბურაკოვსკი და ბრეტ კონოლი. აიყვანეს კარლ ჰაგელინი, ლარს ელერი და რიხარდ პანიკი.

მაკლელეანი: „მესამე ხაზით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კოვალჩუკი ჩვენ სიღრმეს გვაძლევს. მინდა, რომ გუნდში ყველა ბედნიერი იყოს,. ილიას ტრანსფერი ჩვენთვის დიდი პლიუსია.“

მონრეალში ილია საშუალოდ 19 წუთამდე იღებდა. ბევრია. ვაშინგტონში ეს დრო 14-15 წუთამდე შემცირდება. აქ ასეა საჭირო. და, ილია არ არის წინააღმდეგი. ყველაფერი გუნდისთვის.

კოვალჩუკი დიდ დროს მეტობაში თამაშის დროს მიიღებს. ოვეჩკინთან ერთად? ალბათ, არა, მაგრამ ერთ სამეულში ეს ორი მონსტრი არ უნდა იდგეს. ასე უკეთესია.

და, ვაშინგტონის ფანებს კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი - ოვეჩკინები მეორე შვილს ელოდებიან!