კავაის პასუხი

კლიპერსმა 124:97 გადახერხა მემფისი.

კლიპერსი ჩეპმიონობისთვის იბრძვის. მემფისი - ფლეი ოფისთვის. კლიპერსი ლეიკერსის მთავარი კონკურენტია. მემფისი - პორტლენდის, ნიუ ორლეანზის და სან ანტონიოსი.

კლიპერსმა მემფისი პირველ მეოთხედში დამარხა. 40:14.

და, კლინიკური სიკვდილიდან მემფისი მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოვიდა. როდესაც უკანასკნელი აკორდები კლიპერსის სათადარიგოებმა აიღეს.

კლიპერსმა ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, პირველად მოიგო. და, კლიპერსს დაუბრუნდა კავაის მეგობარი პოლ ჯორჯი.

ჯა მორანტმა მემფისს 14 ქულა მისცა, მაგრამ სასტარტო ხუთეულის დანარჩენი ტიპები პოტენციის გარეშე დარჩნენ - იონას ვალანჩუნასი, 5 ქულა, 10/2 ზუსტი სროლა, კატასტროფა; ბრენდონ კლარკი საერთოდ დაიმტვრა; კაილ ანდერსონი, 6 ქულა; დილონ ბრუქსი, 4 ქულა, 7/1 ჩააგდო, მძიმე იყო.

და, კლიპერსმა იკაიფა. სიღრმით დაგლიჯა. კავაი ლეონარდისთვის ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა. როდესაც დიდი ბიჭი დიდი გარჩევებისთვის ფორმაში უნდა შევიდეს. და, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაეჯახება კლიპერსს. კავაი მზად უნდა იყოს.

აქ, მოსაგებ გარჩევაში ლეონარდმა მორიდებულად აკრიფა 25 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა. ნორმალური პროცენტით (17/10) და მხოლოდ 1 შეცდომით 25 წუთში.

ეს იყო კავაი.

ჯორჯმა ვერ შეუბერა (11/3 თამაშიდან და 4 შეცდომა), მაგრამ ბიჭი პროცესში მოუმატებს. აუცილებლად უნდა მოუმატოს.

კლიპერსმა თამაში 33 პასით დაამთავრა. გუნდი.

კავაის გუნდი.