ნადალი თუ ჯოკოვიჩი?

ATP ბრძოლის ველი იქნება.

რაფაელ ნადალს აქვს პირველ ადგილზე დაბრუნების შანსი. და იქ, პირველზე ჯერ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ზის.

ნადალი აკაპულკოს ტურნირის პირველი ნომერია. უნდა იყოს. და, იქ, სახიფათო ტიპი ჩავიდა. რომელიც მოქმედი ჩემპიონი და პრო ტურის ყველაზე ფსიქოფატი პერსონაჟია.

ნიკ კირიოსი.

თუ რაფაელი მოიგებს ტურნირს და ჯოკოვიჩი ვერ შევა ნახევარფინალში, ესპანელი დაიბრუნებს ლიდერობას.

იდეაში, მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ნადალისთვის ყოველთვის აქტუალურია.

რაფაელი ამ კვირას მხოლოდ 45 ქულას იცავს. ჯოკოვიჩი, რომელსაც ეს კვირა შარშან თავისუფალი ჰქონდა, ესპანელს 325 ქულით უსწრებს და 370-ქულიანი ფორა აქვს.

თუ ნოვაკი გადის ¼ ფინალში, ის დაიმატებს 90 ქულას. სერბმა ტურნირი მალეკ ჯაზირის გალახვით გახსნა და ერთი რაუნდის შემდეგ (ალბათ) აგრესიულ რუსს კარენ ხაჩანოვს დაელაპარაკება. საინტერესო უნდა იყოს.

ნოვაკის შემდეგი ტესტი - გერმანელი ვეტერანი ფილიპ კოლშრაიბერი. მოხუცი ფილიპი სახიფათო ტიპია და შეიძლება, 6-7 გეიმი წაართვას სერბს.

ჯოკოვიჩს წელს 14:0 აქვს. არარეალური.

ნადალი პირველ რაუნდში პაბლო ანდუხარს დაელაპარაკება და მშვიდად გადავა შემდეგ დონეზე.

რაფაელს ხუთჯერ აქვს დახურული სეზონი პირველ ადგილზე. ნოვაკსაც. რეკორდსმენი - პიტ სამპრასი, 6.

ჯოკოვიჩი პირველ ადგილზე - 279 კვირა. 8 კვირა სამპრასამდე.

საინტერესო კვირა გვაქვს.