16–წლამდელები: საქართველომ ალჟირს მოუგო

 

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) უეფას განვითარების თასზე პირველი შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ალჟირის 16-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო. გოლი 65-ე წუთზე დავით შიოლაშვილმა გაიტანა.

 

​საქართველო: მაქაცარია, ქართველიშვილი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ლაცაბიძე, ხუტიაშვილი (ბერია 66), გ. დავრაშელიძე, ბერიანიძე (გეგუაძე 67), დვალიშვილი (შიოლაშვილი 56), ნ. დავრაშელიძე (კალანდაძე 66)

 

​სათადარიგო შემადგენლობა: ბერუაშვილი, ბართია, ხაბურზანია, ღურწკაია

 

მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

 

საქართველო ალბანეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასის მეორე შეხვედრას მასპინძელი ალბანეთის წინააღმდეგ 27 თებერვალს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.