დენი სიპრიანიმ თვითმკვლელობა სცადა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ დენი სიპრიანიმ, რომელიც მუდამ სკანდალებში ეხვევა, თავის მოკვლა სცადა. მან მისი ყოფილი შეყვარებულის, ცნობილი ტელეწამყვანის კეროლაინ ფლეიკის სიკვდილის შემდეგ 18-წუთიანი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ჰყვება თავისი სულიერი, ემოციური მდგომარეობის შესახებ.

 

32 წლის დენი სიპრიანი ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში რეგულარულად ეკონტაქტებოდა კეროლაინ ფლეიკს.

 

"მან იცოდა ჩემი რთული ემოციური მდგომარეობის შესახებ. მასთან ერთად მუდამ მშვიდად, დაცულად ვგრძნობდი თავს. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დადგა დრო სიცოცხლე თვითმკვლელობით დავასრულო. საამისოდ რევოლვერი ვიყიდე. თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმა ვერაფრით შევძელი. ძალიან ცუდად ვიყავი. ეს ორ თვეს გაგრძელდა" - აღიარა დენი სიპრიანიმ.