ბასილაშვილის ვალიდოლური

ნიკა ბასილაშვილმა დუბაიში რიკარდას ბერანკისს მოუგო. სამ სეტში. ინერვიულა, გვანერვიულა და მოიგო.

5:7, 7:6 (2), 6:2. ნიკამ წამოიღო.

ვაგებთ თანაბარ პირველ სეტს. ვაძლევთ მეტოქეს ბრეიქ პოინტებს მეორე სეტის ბოლოში. და, მაინც ვიგებთ.

ნიკამ 14 ეისი დასვა. მაგარია. და, ნიკამ 10 ორმაგიც დაუშვა. ეს ცუდია. ეს დაუშვებელია, მაგრამ დაუშვა.

და, ნიკა ელოდება მოწინააღმდეგეს - რობერტო ბაუტისტა აგუტს ან - ჰერ შტრუფს. ამ მომეტნში, გერმანელს პირველი სეტის ტაი ბრეიქი ჰქონდა მოგებული.

ორივესთან რთული იქნება. შტრუფი უფრო აგრესიულია. ესპანელი - მომთმენი და სტაბილური უკანა ხაზიდან.

ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ გვათამაშა დაჭერობანა, გაგვასინჯა ვაილდოლის კოქტეილი და ბოლოში უკეთესი იყო. თავის სტილიში.