მარადონა: ნაპოლის ვგულშემატკივრობ

ნაპოლისა და ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ, ჩემპიონთა ლიგაში ამ გუნდებს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ლეგენდარულმა არგენტინელმა აღიარა, რომ ამ წყვილში იტალიურ გუნდს ქომაგობს.

 

"ეჭვგარეშეა, რომ ჩემი გული ნაპოლის და ნეაპოლელებს ეკუთვნით, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. ამ წყვილში ნაპოლის ვქომაგობ", - თქვა მარადონამ.

 

შეგახსენებთ, ლეგენდარული არგენტინელი ბარსელონას ღირსებას 1982-1984 წლებში იცავდა, რის შემდეგაც ის ნაპოლში გადაბარგდა. ნეაპოლურ კლუბში დიეგო 1984-1991 წლებში ასპარეზობდა.

 

მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა 18 მარტს კამპ ნოუზე გაიმართება.

რომა რატიანი 25 თებერვალი 2020 -23:39