ბონუჩი: კრიშტიანუ საბრძოლო მანქანაა

იუვენტუსის მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ საკუთარ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. იტალიელმა მცველმა ლეგენდარული პორტუგალიელი განსაკუთრებულად შეაქო.

 

"წარმოუდგენელი ტექნიკური არსენალის გარდა, რონალდუს შესაშურის სტაბილურობა აქვს. ის ნებისმიერ წვრილმანს ყურადღებას აქცევს. როდესაც მატჩიდან გვიან, ღამის 2 საათზე ვბრუნდებით, ერთ საათში ის ცივ წყალში ჩადის, რათა ენერგია აღიდგინოს. რონალდუ ყოველთვის ცდილობს, რომ საუკეთესო იყოს. ის საბრძოლო მანქანაა - კრიშტიანუთი უნდა დატკბე. მხოლოდ ორი წელია, რაც ის იუვენტუსში თამაშობს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში თითოეულმა ჩვენგანმა მისგან რაღაც ისწავლა. რონალდუ მთელ გუნდს ავითარებს", - თქვა ბონუჩიმ.

 

შეგახსენებთ, 35 წლის პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 21-ჯერ ითამაშა და ამდენივე გოლი გაიტანა.

რომა რატიანი 26 თებერვალი 2020 -01:57