რუსები, კლასიკური სადისტები

რუსული ჰოკეი აგებს კანადასთან საერთაშორისო გარჩევებში. და, რუსები კლავენ ინდივიდუალურად. ალექს ოვეჩკინი ლიგის ლებრონია. ევგენი მალკინის გარეშე სიდნი კროსბი ვერსად ვერ გაქაჩავს. ლიგის საუკეთესო მეკარე არის ტამპას ახალგაზრდა ვარსკვლავი ანდრეი ვასილევსკი. და, ნიკიტა კუჩეროვი რჩება გამორჩეულ, ელეგანტურ და ყველაზე დაუფასებელ ლიდერად. ლიგამ კიდევ ერთი სადისტი რუსი მიიღო.

არტიომი პანარინი, რომელიც იყო პროვინციული კოლამბუსის ლიდერი და დღეს, მედისონ სკვერ გარდენის ხმა, პულსი, გულია. ის რეინჯერსს ფლეი ოფში ექაჩება.

რეინჯერსს კონფერენციის რვა საუკეთესოში შესვლის რეალური შანსი აქვს.

და, პანარინი არარეალურია.

სუსტ გუნდში, საშუალოზე დაბალი დონის პარტნიორებთან პანარინი მაინც ძალიან, ძალიან მაგარია.

აილენდერზთან დამატებით დროში მოგებულ (4:3) მატჩში რუსმა 1+1 დასვა. და გახდა რეინჯერსის ისტორიაში მეშვიდე ტიპი, რომელსაც ერთ რეგულარულში აქვს მინიმუმ ორი 10 და მეტმატჩიანი სერია, როდესაც ის, სულ მცირე 1 ქულას იღებს.

აილენდერზთან პანარინმა სერია 10 მატჩამდე გაზარდა და ოქტომბერ-ნოემბერში 12 თამაშისგან შემდგარი სოლო გლიჯა.

მანამდე, ეს გააკეთეს იარომირ იაგრმა (2005/2006), უეინ გრეცკიმ (1996/1997), ბრაიან ლიჩმა (მცველია, 1991/1992), მარკ მესიემ (1991/1992), მაიკ როჯერსმა (1981/1982), როდ გილბერტმა (1968/1969).

პანარინს 85 (32+53) ქულა აქვს.

მანამდე, არტიომიმ კიდევ ერთი გუნდური რეკორდი დაამტვრია. პანარინმა რეგულარულის პირველ 59 მატჩში 81 ქულა აკრიფა და გაასწრო მესიეს (80) და გრეცკის (75).

ორი დიდი, ორი უკვდავი ტიპი. პანარინი საკაიფო კომპანიაში შევიდა. სეზონი გრძელდება.