შერმადინის და ბურჯანაძის მაჟორული დასასრული

“უნიკახამ” 10 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება

გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ 2018 წელი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე წლის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების ამ მოთამაშეების გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთის გუნდი წაგებული გამოვიდა, თუმცა ორივე ბურჯანაძეც და შერმადინიც თავიანთგუნდებში საუკეთესონი იყვნენ.

ესპანეთის ლიგის აუტსაიდერმა “დელტეკომ” შერმადინის “უნიკახას” უმასპინძლა და ბოლო პერიოდამდე გაუძალიანდა. მე-4 მეოთხედის დასაწყისში მასპინძლები მხოლოდ 2 ქულით – 74:76-ს აგებდნენ, შემდეგ კი, მალაგელთა უპირატესობა აშკარა გახდა და მათ დარჩენილი მონაკვეთი 18:6 მოიგეს და საბოლოოდ 94:80 გაიმარჯვეს. 

 

ბურჯანაძემ მოედანზე 23:29 წუთი გაატარა და 15 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა. 

 

“უნიკახამ” 10 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.