ბაიერნი ისტორიაში მესამეა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ბაიერნი ჩელსის ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. სერჟ გნაბრიმ დუბლი გაიფორმა, ერთი ბურთი კი რობერტ ლევანდოვსკიმ შეაგდო.

 

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდნენ. საქმე იმაშია, რომ გერმანული გრანდი მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში პირველი 7-დან 7 მატჩი მოიგო. მანამდე ეს 2002-03 წლებში ბარსელონამ შეძლო, 2014-15 წლებში კი რეალმა.

 

მიუნხენელები შესანიშნავ სეზონს ატარებენ. გარდა იმისა, რომ ლიგაში ბრწყინვალედ გამოდიან, არც ბუნდესლიგაში თმობენ პირველობას და 49 ქულით ცხრილის სათავეში არიან. რაც შეეხება ჩელსისთან დაპირისპირებას, ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 18 მარტს გაიმართება.