სულშერმა იუვენტუსის ფეხბურთელს დაადგა თვალი

მანჩესტერს იუვენტუსიდან ბლაიზე მატუიდის დამატება სურს. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება. ცნობილია, რომ ტრანსფერის ინიციატორი ოლე გუნარ სულშერია და ნორვეგიელი იუვეს საყრდენს პოლ პოგბას შემცვლელად მოიაზრებს. შეგახსენებთ, რომ პოგბას მანჩესტერის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

 

მატუიდი ბებერ ქალბატონში 2017 წლის ზაფხულში პსჟ-დან გადავიდა. იგი გუნდს თავიდანვე კარგად შეეწყო და დღეს ძირითადის წევრია. სწორედ ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა სარის გუნდი მას მარტივად შეელიოს. მანჩესტერს საქმეს ისიც ურთულებს, რომ 32 წლის ფეხბურთელით ლონდონის არსენალიცაა დაინტერესებული.

 

მანჩესტერი პრემიერლიგაში 41 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. უახლოეს ტურში სულშერის შეგირდები ევერტონს ესტუმრებიან.