მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა

ლეგენდა. ქალთა ჩოგბურთის არაოფიციალური დედოფალი.

დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის ჩემპიონი.

რეიტინგის (ყოფილი) პირველი ნომერი.

მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა. 32 წლის ვარსკვლავი დაიღალა.

შარაპოვა: „როგორ შეიძლება მიატოვო ერთადერთი ცხოვრება, რომელმაც შენ ყველაფერი მოგცა? როგორ შეიძლება გახვიდე კორტიდან, სადაც შენ გახდი წარმატებული, პოპულარული? ამ თამაშმა მე ყველაფერი მომცა. იყო დიდი მოგებები. იყო ტკივილი. და, ეს არ იყო მხოლოდ სპორტი. ეს ჩემთვის ყველაფერი გახდა. სამყარო, რომელმაც მე მიმიღო. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. დღეს, მე ჩოგბურთს ვემშვიდობები.“

მარიამ კარიერა ერთეულებში მოგებული 36 ტურნირით დახურა. მარიამ მოიგო სეზონის შემაჯამებელი (2004). მარია გახდა ფედერაციის თასის ჩემპიონი (2008). მარია უიმბლდონის დედოფალი იყო.

და, მარიამ მხარი იტკინა და პაუზა აიღო. და, შარაპოვა ვერ დაბრუნდა.

იმ დეკადაში იყვნენ დაუნდობელი ამერიკელები, აგრესიული ჩეხები, ხმოვანი ბელარუსები და იყო შარაპოვა.

რომელიც უბრალოდ, დაიღალა.

წარუმატებლობისგან. რომელიც მას არ უხდება. პოდიუმზე სხვა მარია უნდა გავიდეს.

გოგონების ჩოგბურთმა სილამაზე დაკარგა.

მადლობა, მაშა.