ბოკე ოთხ ერში რჩება

ოთხი ერის ორგანიზატორის ენდი მარინოსის განცხადებით სამხრეთ აფრიკის ნაკრები ექვს ერს არ დაემატება. როგორც გაირკვა, ბოკეს სანზართან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს. თანაც, როგორც მარინოსი ამბობს ასეთ თემებზე გადაწყვეტილებებს ზურგს უკან არავინ იღებს.

 

"ჩვენ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან ძალიან კარგი საქმიანი, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს. ყველა საკითხს ერთობლივად, მაქსიმალური გამჭვირვალობის პირობებში განვიხილავთ. ასე, რომ ბოკეს ექვსი ერის გათამაშებაში დამატება მითია. სამხრეთ აფრიკა არსად მიდის, ის ოთხ ერში ითამაშებს" - თქვა ენდი მარინოსმა.