სულშერი: იქს ფაქტორი დაგვემატა

მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა, ოლე გუნარ სულშერმა გუნდის ახალწვეულზე, ბრუნო ფერნანდეშზე ისაუბრა. პრემიერლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში უოტფორდის წინააღმდეგ პორტუგალიელმა სადებიუტო გოლი გაიტანა. აღნიშნული მატჩი „წითელი ეშმაკები“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

 

„ბრუნოს სახით ჩვენს გუნდს იქს ფაქტორი შეემატა. სხვა ფეხბურთელებთან შედარებით, ის მოედანზე არსებულ სურათს რამდენიმე წამით ადრე ხედავს. მისი მთავარი პლუსი ისაა, რომ საკუთარი საქმე მან კარგად იცის. ფერნანდეშს კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების შეცვლა წამის მეათედში შეუძლია“, - თქვა სულშერმა.

 

შეგახსენებთ, პორტუგალიელი ნახევარმცველი მანჩესტერში სპორტინგიდან გასულ იანვარს გადავიდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ეშმაკებს“ მისი ტრანსფერი 55 მილიონი ევრო დაუჯდათ.

 

პრემერლიგის მიმდინარე სეზონში სულშერის შეგირდები 38 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

რომა რატიანი 26 თებერვალი 2020 -19:55