ლევანდოვსკი რამდენიმე კვირით იუქმებს

მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი მუხლის დაზიანების გამო 4 კვირით იუქმებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბავარიელთა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 

 

მიუნხენელთა ლიდერმა დაზიანება ჩელსისთან შეხვედრაში მიიღო. აღნიშნული მატჩი გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ლონდონელებთან შეხვედრაში ბაიერნის ცხრიანმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

 

პოლონელ ფორვარდს შემდეგი 10 დღის განმავლობაში თაბაშირის ტარება მოუწევს, რის შემდეგაც ის აღდგენით ვარჯიშს დაიწყებს. შეგახსენებთ, ამ გუნდებს შორის განმეორებით მატჩი მიუნხენში 18 მარტს გაიმართება. პოლონელი შემტევი ამ დაპირისპირებას გამოტოვებს.

რომა რატიანი 26 თებერვალი 2020 -20:35